Thursday, 12 July 2018

მეოთხე დღე.

დღევანდელი დღეც საინტერესო და სასარგებლო იყო.გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს.ვისწავლეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება,შეფასების გეგმებს და შეფასების სტრატეგიებს.
                  ვისწავლეთ,როგორ ამოვიჩიოთ  შეფასების 4 მეთოდი,მიზნებისა და შეფასების სასუალების ინსტრუმენტების მიმოხილვას.
                  შევავსეთ სასწავლო გეგმის შაბლონი.პროექტის მსვლელობის ეტაპებით,სეფასების მეთოდებით, მიზნებით,შეფასების ინსტრუმენტებით.
                 ასე ადვილად და გასაგები ენით,რომ არ გვიხსნიდეს ჩვენი ტრენერი ალბად ასე მარტივად ვერ გავერკვეოდით.

Tuesday, 10 July 2018

დღე მესამე

დღევანდელი დღე უფრო საინტერესო იყო.ვისწავლეთ ,რომ პროექტის დაგეგმვის პირველი ეტაპი არის მისახწევი სტანდარტის დადგენა.სტანდარტებიდან სასწავლო მიზნებისა და სააზროვნო შეკითხვების გამოკვეთა.ვისწავლეთ  მიზნები  განახლებული ბლუმის ტაქსონომიით,21 საუკუნის უნარ-ჩვევები.სიტყვები.
               ასევე ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში,რაც უფრო საინტერესოს ხდის საგაკვეთილო პროცესს.დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი.

Monday, 9 July 2018

დღე მეორე.

დღევანდელი დღის ტრენინგი საინტერესო იყო,იმით რომ გავეცანი პროექტზე მიშაობის მოთხოვნებს.გავიგე რომ პროექტზე  დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებს უბიძგებს პრობლემის გამოძიებისაკენ.პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები არიან უფრო აქტიურები და ხალისით მუშაობენ.ასევე ინტერესიც დიდია.ბისწავლე,რომ კარგად დაგეგმილი პროექტი მოსწავლეებს უვითარებს პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღების უნარებს.ვისწავლე ჩემთვის საინტერესო ბუკლეტების,შაბლონის არჩევა.ტრენინგის დახმარებით შერცეულ შაბლონში ტექსტის ნიმუშის შეცვლა ჩემი ტექსტით,ასევე ვისწავლე სურათების მოძიება და ჩასმა.ბოლოს გავაკეთე რეფლექსია,გავაანალიზე დღის მუშაობა.ტრენინგზე მუშაობა იყო საინტერესო ინფორმაციული და დამეხმარება პროექტზე მუშაობის დროს.